20 აგვისტო 2026,   10:07
ვრცლად
ზუგდიდში, დადიანების სასახლეში ფოტო-გამოფენა სახელწოდებით "ვილნიუსი 700" გაიხსნა

ზუგდიდში, დადიანების სასახლეში, ფოტო-გამოფენა სახელწოდებით "ვილნიუსი 700" გაიხსნა. ღონისძიება ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში, ზუგდიდის მერიასთან და ლიეტუვის ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით გაიმართა.

ფოტოგამოფენა ვილნიუსის დაარსების 700 წლის იუბილეს მიეძღვნა. გამოფენა საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა და ზუგდიდის მერმა გახსნეს.

დადიანების სასახლეში თემატური ფოტოები 12 ნოემბრამდე იქნება გამოფენილი.

დღის ამბები