21 აგვისტო 2026,   22:01
ვრცლად
თავდაცვის მინისტრმა ხონში, მე-6 საარტილერიო ბრიგადის ტერიტორიაზე ახლად გარემონტებული ყაზარმები დაათვალიერა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დასავლეთის სარდლობაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო. მინისტრმა ხონში, მე-6 საარტილერიო ბრიგადის ტერიტორიაზე ახლად გარემონტებული ყაზარმები დაათვალიერა.

ბაზის ტერიტორიაზე გარემონტდა ორი ყაზარმა, აშენდა მულტიფუნქციური სტადიონი, მოეწყო ბეტონის შიდა გზები. ტერიტორიაზე მიმდინარეობს სასადილო შენობის რემონტი. სამხედრო ბაზებზე წელს შენდება 20 ობიექტი და რემონტდება 50 ობიექტზე მეტი.

2024 წელს, ამ მიზნით, თავდაცვის ბიუჯეტში 100 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული.

დღის ამბები