21 აგვისტო 2026,   23:06
ვრცლად
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. კონტინენტის პირველობა საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში, 3-დან 5 ნოემბრამდე ჩატარდება.

საქართველოს ნაკრები ტურნირზე საუკეთესო შემადგენლობით გამოვა. ლაშა გუჯეჯიანის გაწვრთნილი გუნდი ტურნირზე, როგორც ქალთა, ისე მამაკაცთა თანრიგში, ჯამში - 15 სპორტსმენით წარდგება.

ბოლო ევროპირველობაზე, რომელიც სოფიაში ჩატარდა, ქართული დელეგაციის მონაგარი 2 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი იყო.

დღის ამბები