09 ივლისი 2024,   02:38
ვრცლად
უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები კვლავ აქტიურ ფაზაშია - ოკუპანტებმა იერიში რამდენიმე ოლქზე "შაჰედის" დრონებით მიიტანეს

უკრაინაში, საბრძოლო მოქმედებები კვლავ აქტიურ ფაზაშია. ოკუპანტებმა იერიში რამდენიმე ოლქზე "შაჰედის" დრონებით მიიტანეს.

ხარკოვის ოლქში, დრონებით თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სხვა სახის ინფრასტრუქტურა. გავრცელდა ინფორმაცია ლვოვის ოლქში საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებ.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 11-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის 6 სასაზღვრო დასახლება - დაფიქსირდა 78 აფეთქება.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ღამის იერიშის დროს, თავდაცვის ძალებმა 24 დრონი ჩამოაგდეს. რაც შეეხება დახმარებებს, შეერთებული შტატები უკრაინისთვის 425 მილიონი დოლარის სამხედრო პაკეტს ამზადებს.

დღის ამბები