ისრაელში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ ისრაელში მცხოვრები ქართველების მდგომარეობაზე "კურიერთან" ისაუბრა. როგორც ელჩი ჰყვება, ისრაელსა და პალესტინას შორის დაძაბულობის პირველ დღეებში განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო, რადგან ყველას პირველივე რეისით სურდა საქართველოში გამომგზავრება.
"კრიზისების დროს საელჩოს ფუნქცია ერთი ათად იზრდება, რადგან საჭიროა კომუნიკაცია, მუდმივად ინფორმაციის გაცვლა. განსაკუთრებით პირველ დღეებში იყო ძალიან მძიმე მდგომარეობა. ერთი, რომ შიში იყო დიდი, რომელიც ახლა უკვე შედარებით ჩაწყნარდა ჩვენს მოსახლეობაში, მეორე კი იყო ყველას სურვილი, პირველივე რეისით გაფრენილიყვნენ საქართველოში, რაც შეუძლებელია, რადგან 150 კაციანი თვითმფრინავი ვერ მოემსახურება 15 000-ს. ამიტომ, ამის სწრაფი მობილიზაცია გავაკეთეთ.
ქართველები, ძირითადად, ცენტრალურ ისრაელში ცხოვრობენ, მათი შვილები მსახურობენ ჯარში, პოლიციაში და სხვადასხვა ისეთ სამსახურებში, რომლებიც დღეს, საომარი მოქმედებების დროს, არიან გადასულები ჯარის მომსახურებაზე, ან იძულებით გადაადგილებული პირების მომსახურებაზე. მაგალითად, არიან ქართველები, რომლებიც მუშაობენ სასტუმროში," - აცხადებს ლაშა ჟვანია.