საქართველოში ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის საკითხთან დაკავშირებით, პარლამენტში, ზეპირი მოსმენა ტარდება. დღეს დაგეგმილ შეხვედრას ონკოლოგიის სფეროში მოქმედი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური ქირურგია ყველა პაციენტს დაუფინანსდება. საუბარია როგორც გეგმურ, ისე - გადაუდებელ ოპერაციებზე. სიახლე შეეხებათ, მათ შორის, დაზღვეულ ვეტერანებს და პაციენტებს, რომელთა წლიური შემოსავალი 40 ათას ლარზე მეტია.
მიმდინარე წლის აგვისტოდან ჰორმონო-თერაპია, ქიმიო-თერაპია, სხივური თერაპია და მედიკამენტები, ქვეყნის მასშტაბით, ყველა პაციენტს უფინანსდებოდა.