23 ნოემბერი 2024,   11:32
ვრცლად
სროლა გერმანიის სკოლაში - მოზარდმა საკლასო ოთახში მჯდომ თანაკლასელს ცეცხლი გაუხსნა

გერმანიის სკოლაში სროლას მოსწავლე ემსხვერპლა. შემთხვევა ოფენ-ბურგში მოხდა. სკოლის მოსწავლე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ეჭვმიტანილი ამავე სკოლის მოსწავლეა, რომელიც პოლიციამ უკვე დააკავა. თავდასხმაში ეჭვმიტანილია მეცხრეკლასელი.

სროლის დროს სკოლაში 180 მოსწავლე იმყოფებოდა. მათი შენობიდან გამოყვანა პოლიციამ შეძლო. თავდამსხმელი შესვენების დროს შევიდა საკლასო ოთახში, მიუახლოვდა კლასში მჯდომ თანაკლასელს და ცეცხლი გაუხსნა. მოზარდი, მიყენებული ჭრილობის შედეგად, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დღის ამბები