ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურს, მშობლიურ სოფელში დღეს დაკრძალავენ. 58 წლის კაცი გორის საკათედრო ტაძარშია გადასვენებული, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
გორში ჩავიდა საქართველოს სახალხო დამცველი და სამძიმარი გამოუცხადა მოკლულის ოჯახს.
"სამძიმარს ვუცხადებ ოჯახს. ჩვენ პირველივე წუთიდან ჩვენი მიმართულებით ჩართულები ვართ. გვჭირდება საერთაშორისო პარტნიორებს მჭიდრო მხარდაჭერა, სადაც მოსახლეობას მე ვხვდები საოკუპაციო ხაზთან იქ მადლობის მეტი ხალხს არაფერი ეთქმის. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მოსახლეობა დაკავებისგან პოლიციელებმა გადაარჩინეს და გატაცებულიც დაუბრუნებიათ, ასე რომ მადლობის გარდა მათ არაფერი ეთქმით,"- აცხადებს იოსელიანი.