09 ივლისი 2024,   02:24
ვრცლად
საავადმყოფოს დერეფნები გადავსებულია დაჭრილებით, ყოველ 10 წუთში 1 ბავშვი კვდება- რა ხდება ისრაელში დღეს

ღაზის სექტორში ისრაელის ჯარებსა და ჰამასს შორის ბრძოლა გრძელდება. ორივე მხარის ჯანდაცვის ორგანოების მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით კონფლიქტმა 12 400-ზე მეტი სიცოცხლე შეიწირა როგორც პალესტინის, ისე ისრაელის მხრიდან.

კონფლიქტის დაწყების შემდეგ ღაზის სექტორში 35 საავადმყოფოდან 21 დაიხურა.

ისრაელის არმია განაგრძობს საჰაერო დარტყმებსა და სახმელეთო ოპერაციებს ღაზის სექტორზე. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, კონფლიქტის დაწყების შემდეგ ისრაელის არმიამ შეუტია ჰამასის 15 000-ზე მეტ სამიზნეს და აიღო კონტროლი ჰამასის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე ღაზის სექტორში. ჰამასმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის მზარდი რაოდენობის საპასუხოდ ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ საავადმყოფოს დერეფნებში დაჭრილები ვეღარ ეტევიან. 

"საავადმყოფოს დერეფნები გადავსებულია დაჭრილებით, ავადმყოფებით, მომაკვდავებით. ქირურგიული ოპერაციები ანესთეზიის გარეშე ტარდება, მორგებში ადგილი აღარაა. ათობით ათასი დევნილი თავს საავადმყოფოებს აფარებს, ოჯახები გადავსებულ სკოლებში იმალებიან, საკვებისა და წყლის გარეშე. თითქმის 11 ათასი ადამიანი კი ღაზაში , უბრალოდ მოკლულია. მათი 70 % კი ქალი და ბავშვია. საშუალოდ ყოველ 10 წუთში ერთი ბავშვი კვდება - არავაინაა უსაფრთხოდ.

ვაგრძელებთ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოწოდებებს,რათა შეწყდეს მოქალაქეების სიკვდილი და ღაზის შემდგომი განადგურება. მე მესმის რას გადიან ახლა ღაზელი ბავშვები, ბავშვობაში მეც იგივე გამოვცადე, იარაღისა და სარაკეტო იერიშების ხმა,დამწვრის სუნი,შიში, ტკივილი, დანაკარგები - ეს მთელი ცხოვრებაა მახსოვს და ზუსტად მესმის, რომ ღაზისა და ისრაელის ბავშვებსა და მშობლებს ახლა ყველაზე მეტად მშვიდობა და უსაფრთხოება სჭირდებათ,"- აცხადებს კლინიკის დირექტორი. 

პალესტინის მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში რიად მანსური აცხადებს, რომ ბავშვები ომის ტრავმებს მხრებით ატარებენ. 

"პატარა ბავშვები თავიანთ მხრებზე ატარებენ ტვირთს, რომელიც ზრდასრულ მამაკაცს მოსტეხავდა მხრებს - აღმოაჩინეს სიკვდილის მნიშვნელობა მანამ, ვიდრე ცხოვრებით ტკბობა შეძლეს. ის ტრავმა, რაც ჩემს თაობას ტანჯავდა, ახლა პალესტინის სხვა თაობას აყენებს ტკივილს. ხშირად ვამბობთ, რომ მსოფლიოს ჩვენი ტკივილი რომ დაენახა, ეს აღარასდროს მოხდებოდა - ძალიან ვცდებოდით ეს ასე არ არის,"- აცხადებს რიად მანსური. 

ისრაელის მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში 
გილად ერდანი აცხადებს, რომ სამხრეთ ღაზაში საველე ჰოსპიტალის გაკეთება მნიშვნელოვანი იქნება იმ ადამიანებისთვის ვისაც ეს სჭირდება.

"ღაზის მოსახლეობის კეთილდღეობისთის ისრაელი უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ან გაეროს ნებისმიერი ორგანო. ისრაელმა მიზნად დაისახა რთული ამოცანა, რომ სამხრეთ ღაზაში საველე ჰოსპიტალი გააკეთოს, მათთვის ვისაც ეს სჭირდება. ამ კუთხით ჩვენი გუნდი კონტაქტზეა სხვადასხვა ქვეყნებთან და უკვე ვხედავთ პროგრესს. ათასობით ტონა სამედიცინო აღჭურვილობა უკვე შევიდა ღაზაში,"- აცხადებს გილად ერდანი. 

დღის ამბები