რობერტ სტურუას სპექტაკლის- "მიჯაჭვული პრომეთე" მეორე ეპიზოდის პრემიერა, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში გაიმართა. სპექტაკლი, ძველი ბერძენი დრამატურგის, ესქილეს, პიესის მიხედვითაა დადგმული.
პრემიერას კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი დაესწრო. "მიჯაჭვული პრომეთე" ტრილოგიად ჩაფიქრებული სპექტაკლია.
მაყურებელმა რუსთაველის თეატრის სცენაზე უკვე ნახა სპექტაკლის პირველი ეპიზოდი, რომელიც გამოჩენილმა რეჟისორმა საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დადგა. სწორედ ამ სპექტაკლით გაიხსნა თეატრის 145-ე სეზონი.