20 აგვისტო 2026,   07:57
ვრცლად
ვაზიანის სასროლეთზე, შერეულმა ჯავშანსატანკო ბატალიონმა ორკვირიანი საველე წვრთნა გაიარა

ვაზიანის სასროლეთზე, ასეულის დონის ამოცანაზე ორიენტირებული ორკვირიანი საველე წვრთნა დასრულდა - მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე შერეულმა ჯავშანსატანკო ბატალიონმა სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა. 

სამანევრო ასეულებმა, რეზერვის ამოცანების ფარგლებში, ტანკებისა და ქვეითთა საბრძოლო მანქანების მონაწილეობით, ბლოკირების/ჩანაცვლების ოპერაციები განახორციელეს.

ოპერაციები მოიცავდა საბრძოლო მზადყოფნის ვარჯიშებით ტაქტიკურ გადაადგილებას, საბრძოლო პოზიციების დაკავებასა და ბრძოლის წარმოებას.

 

დღის ამბები