ათობით წლის შემდეგ, მარტვილის მუნიციპალიტეტში კოლხური ენდემური ვაზის ჯიშის, კოლოშის რთველი ჩატარდა.
ვაზის ავთენტურობა, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრში, ლაბორატორიულად დამტკიცდა და ის ზაზა და ზვიად ხარებავებმა სოფელ ნახუნაოში გააშენეს.
კოლოშის პირველ რთველს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გასტრონომიული კულტურის მკვლევარი დალილა ცატავა ესწრებოდა.