14 აგვისტო 2026,   20:55
ვრცლად
რეტროსპექტივის - "თანამედროვე ქართული კინოს" - მიმდინარეობისას მაყურებელმა ოთარ შამათავას "ურსუსი" ნახა

ეროვნული კინოცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, 8 ნოემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, კინოაკადემიის ლურჯი კინოდარბაზი მასპინძლობს რეტროსპექტივას „თანამედროვე ქართული კინო“. ამჯერად მაყურებელმა რეჟისორ ოთარ შამათავას ფილმი ,,ურსუსი“ ნახა, რის შემდეგაც ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის წევრთა მონაწილეობით გაიმართა დისკუსია.

რეტროსპექტივა 8 ნოემბერს გაიხსნა ლევან ზაქარეიშვილის ფილმით „თბილისი-თბილისი“, რომლის რესტავრაცია ახლახან დასრულდა და აღდგენილი ვერსია მაყურებელმა დიდ ეკრანზე პირველად ნახა. ასევე, წარმოდგენილი იყო რეჟისორის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „მამა“.

რეტროსპექტივის მიზანია თანამედროვე ქართული კინოს პოპულარიზაცია. სწორედ ამიტომ, ფილმების ჩვენებაზე დასწრება უფასოა. საქართველოს კინოაკადემიის ლურჯ კინოდარბაზში ფილმების ჩვენება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 19:00 საათზე, ხოლო შაბათ-კვირას 17:00 საათზე იმართება.

პროგრამაში წარმოდგენილია 2005-2023 წლებში შექმნილი 36 ქართული ფილმი. კინოჩვენებების გარდა, შაბათ-კვირის სეანსების შემდეგ იმართება დისკუსიები შემოქმედებითი ჯგუფების წევრთა მონაწილეობით.

რეტროსპექტივის მიმდინარეობისას ნაჩვენები იქნება ფილმები:


„სამი სახლი“ (2008) - რეჟ.: ზაზა ურუშაძე;
„გაღმა ნაპირი“ (2009) - რეჟ.: გიორგი ოვაშვილი;
„ჯაყოს ხიზნები“ (2009) - რეჟ.: დათო ჯანელიძე;
„რენე მიდის ჰოლივუდში“ (2010) - რეჟ.: ალეკო ცაბაძე;
„ქუჩის დღეები“ (2010) - რეჟ.: ლევან კოღუაშვილი;
„შანტრაპა“ (2010) - რეჟ.: ოთარ იოსელიანი;
„მანდარინები“ (2013) - რეჟ.: ზაზა ურუშაძე;
„შემთხვევითი პაემნები“ (2013) - რეჟ.: ლევან კოღუაშვილი;
„ძმა“ (2013) - რეჟ.: თეა მღვდელაძე;
„ლუკა“ (2014) - რეჟ.: გია ბარაბაძე;
„პატარძლები“ (2014) - რეჟ.: თინათინ ყაჯრიშვილი;
„მე ვარ ბესო“ (2014) - რეჟ.: ლაშა ცქვიტინიძე;
„სიმინდის კუნძული“ (2014) - რეჟ.: გიორგი ოვაშვილი;
„მოირა“ (2015) - რეჟ.: ლევან თუთბერიძე;
„ბედნიერების ქალღმერთი“ (2015) - რეჟ.: დიტო ცინცაძე;
„სოლომონი“ (2015) - რეჟ.: ზაზა ხალვაში;
„სხვისი სახლი“ (2016) - რეჟ.: რუსუდან გლურჯიძე;
„დედე“ (2017) - რეჟ.: მარიამ ხაჭვანი;
„ნამე“ (2017) - რეჟ.: ზაზა ხალვაში;
„სავარძელი“ (2017) - რეჟ.: ელდარ შენგელაია;
„ხიბულა“ (2017) - რეჟ.: გიორგი ოვაშვილი;
„ჰორიზონტი“ (2018) - რეჟ.: თინათინ ყაჯრიშვილი;
„ბოროტმოქმედი“ (2018) - რეჟ.: დიმიტრი მამულია;
„სიცოცხლიდან სიცოცხლემდე“ (2019) - რეჟ.: ბექა სიხარულიძე;
„შინდისი“ (2019) - რეჟ.: დიტო ცინცაძე;
„უარყოფითი რიცხვები“ (2019) - რეჟ.: უტა ბერია;
„დასაწყისი“ (2020) - რეჟ.: დეა კულუმბეგაშვილი;
„ურსუსი“ (2020) - რეჟ.: ოთარ შამათავა;
„მეოთხე ბრაიტონი“ (2021) - რეჟ.: ლევან კოღუაშვილი;
„გვიანი შემოდგომა“ (2021) - რეჟ.: გია ბარაბაძე;
„მშვენიერი ელენე“ (2022) - რეჟ.: გიორგი ოვაშვილი;
„სამურაი დასვენების ჟამს“ (2022) - რეჟ.: ლევან თუთბერიძე;
„ზამთრის დეპრესია“ (2022) - რეჟ.: თაზო ნარიმანიძე;
„მოქალაქე წმინდანი“ (2023) - რეჟ.: თინათინ ყაჯრიშვილი.

დღის ამბები