19 სექტემბერი 2024,   05:23
ვრცლად
თინა ბოკუჩავა ლევან მგალობლიშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს - რა მოხდა პარლამენტში

ჩხუბი და დაპირისპირება პარლამენტის პლენარულ ხდომაზე - "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლევან მგალობლიშვილმა ოპოზიციონერ კოლეგას, თინა ბოკუჩავას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მის რეპლიკას ანა წითლიძის მხრიდან მოჰყვა რეაქცია - ოპოზიციონერმა დეპუტატმა მმართველი პარტიის წევრს ქაღალდები ესროლა.

"ჩვენ მოვითხოვთ, რომ ამ დეპუტატს დაუყოვნებლივ ჩაუტარდეს შესაბამისი შემოწმება, რომ დადასტურდეს, რომ ის არღვევს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს და საქართველოს კანონმდებლობას და ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში იმყოფება პლენარულ სხდომათა დარბაზში, სადაც იყენებს უხამს გამონათქვამებს კოლეგა დეპუტატების წინააღმდეგ და დადგეს ამ ადამიანის პასუხისმგებლობის საკითხი. ამ მოთხოვნით მივმართავ, მათ შორის, პირადად გია ვოლსკის, რომელიც დღეს არის თავმჯდომარის როლში პარლამენტის სხდომაზე,"- აცხადებს თინა ბოკუჩავა.

ინციდენტი პარლამენტში იუსტიციის მინისტრის სიტყვით გამოსვლის დროს მოხდა. რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებდა, რა დროსაც მას გამოსვლა თინა ბოკუჩავამ შეაწყვეტინა. დეპუტატმა თქვა, რომ მინისტრი სიცრუეს ამბობდა. ვითარება სწორედ ამის შემდეგ დაიძაბა.

დღის ამბები