15 ნოემბერი 2024,   22:42
ვრცლად
ოთარ შამუგიას განცხადებით, პურის გაძვირება მოსალოდნელი არაა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, ქვეყანაში პურის გაძვირება მოსალოდნელი არ არის.

„ჩვენ, თვეების წინ, მივიღეთ გარკვეული გადაწყვეტილებები ფქვილის იმპორტთან დაკავშირებით გარკვეული საფასურის შემოღებაზე, იმისთვის, რომ ადგილობრივი წარმოებისთვის ხელი შეგვეწყო და ასევე, ხელი შეგვეწყო წისქვილკომბინატების ამუშავებისთვის. ესენი არიან ხორბლის პირველი მომხმარებლები, რომლებსაც ჩვენი ფერმერები აწარმოებენ. ეს პროცესი მიმდინარეობს შემდეგნაირად - ყოველთვიურად, დაახლოებით 25 -30 ათასი ტონა ხორბლის იმპორტი ხორციელდება, ამას ემატება ადგილობრივი ხორბალი. 40 ათას ტონაზე მეტი ადგილობრივი ხორბალი იქნა, მხოლოდ წისქვილების მიერ გადამუშავებული, შესაბამისად, პროცესი ძალიან თანმიმდევრულად მიდის და პურის გაძვირებაზე საუბარი არაა. არც მარაგებთან დაკავშირებულ პრობლემაზე არ შეიძლება იყოს საუბარი. შესაბამისი მარაგებიც არსებობს და ფქვილის იმპორტიც ხორციელდება, ნაკლები ოდენობით, მაგრამ გრძელდება. არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის, რომ პურის ფასის გაძვირებასთან დაკავშირებით ვიფიქროთ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

დღის ამბები