09 ივლისი 2024,   01:20
ვრცლად
"ჰამასმა" დამატებით 17 მძევალი გაათავისუფლა - ნეთანიაჰუს განცხადებით, ზავის დასრულების შემდეგ ისრაელის სახმელეთო ოპერაცია ღაზაში სრული ძალით დაბრუნდება

ისრაელსა და "ჰამასს" შორის დადებული ზავის მეოთხე დღეს, დღის ბოლოს, "ჰამასმა" დამატებით 17 მძევალი გაათავისუფლა, მათ შორის ისრაელისა და სხვა ქვეყნის მოქალაქეები.

აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ გათავისუფლებულთა შორის იყო ამერიკის მოქალაქე, 4 წლის აბიგაილ ედანი. სანაცვლოდ ისრაელმა გუშინვე 39 პალესტინელი გაუშვა ციხიდან.

"ცახალი" თვლის, რომ ცეცხლის შეწყვეტა შეიძლება გაგრძელდეს, თუ "ჰამასი" განაგრძობს მძევლების გათავისუფლებას დღეში მინიმუმ 10 ადამიანით. ამის შესახებ განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმაც, თუმცა მისი თქმით, როგორც კი ზავი დასრულდება, ისრაელის სახმელეთო ოპერაცია ღაზაში სრული ძალით დაბრუნდება.

დღის ამბები