15 ნოემბერი 2024,   21:16
ვრცლად
გვაქვს ფისკალური და ეკონომიკური თვალსაზრისით დაბალანსებული, პროგრამების შინაარსით საინტერესო ბიუჯეტი, რომელიც მომდევნო წელს აისახება მოსახლეობის უდიდეს ნაწილზე - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტში ხარჯვითი ნაწილი 65 მლნ ლარით გაიზრდება, აქედან უდიდესი ნაწილი – 130 მლნ ლარი მოხმარდება რეგიონებში პროექტების დაფინანსებას. ამის შესახებ განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მისი განცხადებით, რეგიონული ფონდი 580 მილიონი ლარი გახდება.

"ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტში ხარჯვითი ნაწილი გაიზრდება165 მლნ ლარით გაიზრდება, აქედან უდიდესი ნაწილი – 130 მლნ ლარი მოხმარდება ჩვენს რეგიონებში პროექტების დაფინანსებას, ჯამში, რეგიონული ფონდი გახდება 580 მლნ ლარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მუნიციპალიტეტებს შეეძლებათ მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსება მომავალ წელს.

გარდა ამისა, ჩვენ დამატებით გამოვყავით 15 მლნ ლარი და ეს თანხა მოხმარდება გურიაში იმ ოჯახების კომპენსაციებს, რომელთა სახლები დაზიანდა სტიქიის დროს. ჩვენ 15 მლნ ლარს წელს ჩავურიცხავთ ამ ადამიანებს, მოხდება სახლების, ბინების შეძენა, არცერთი ოჯახი არ დარჩება დახმარების გარეშე. მინდა, ეს კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვთქვა. დამატებით 15 მილიონს გამოვყოფთ უკვე 2024 წელს. კიდევ ერთხელ შევაჯამებ, რომ, ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი იქნება 25 მლრდ ლარი, ხოლო ნაერთი ბიუჯეტი 28 მილიარდ 760 მილიონი ლარი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მატება. 2012 წელს ბიუჯეტი იყო 9 მილიარდ ლარამდე, დაახლოებით, 8.6 თუ 8.7-9 მილიარდ ლარამდე იყო ბიუჯეტი. აქაც სამჯერ არის გაზრდილი და მთლიანი ეკონომიკაც გაზრდილია სამჯერ.
ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს ფისკალური თვალსაზრისით და ეკონომიკური თვალსაზრისით დაბალანსებული, პროგრამების შინაარსით საკმაოდ საინტერესო ბიუჯეტი, რომელიც მომდევნო წელს აისახება ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილზე და, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ განვითარებასაც," – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

დღის ამბები