27 ივლისი 2024,   05:02
ვრცლად
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

ჩრდილოეთ მაკედონიაში ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს სხდომა იწყება. შეხვედრის მონაწილეთა შორის არის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც. უწყების ცნობით, ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი მონაწილეობას მიიღებს მინისტრთა საბჭოს სესიაში, სადაც სიტყვით მიმართავს მონაწილეებს.

ამასთან, სამინისტროს ინფორმაციით, გაიმართება მისი შეხვედრა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის, ჩრდილოეთ მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ოდირის-ის ხელმძღვანელთან.

სკოპიეში მიმდინარე მინისტერიალის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი, ასევე, ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან ევროპის ქვეყნებიდან.

დღის ამბები