27 ივლისი 2024,   06:37
ვრცლად
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, ევროპელ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები დაიწყო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში ევროპელ კოლეგებთან ორმხრივი შეხვედრები დაიწყო. ვიზიტის პირველ დღეს საგარეო მინისტრი ავსტრიელ კოლეგას ალექსანდრ შალენბერგს შეხვდა, ასევე შეხვედრა გამართა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინასთან. 

ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა  კოლეგებთან ერთად მონაწილეობა მიიღო არაფორმალური ხასიათის შეხვედრაში, სადაც განხილვის თემა   არსებული გამოწვევების ფონზე ეუთო-ს ეფექტიანი ფუნქციონირების საკითხი იყო. 

ავსტრიელ კოლეგასთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს, ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ და შემდგომ პროცესში ავსტრიის პოლიტიკურ მხარდაჭერას. 

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან განხილულ იქნა ნატო-საქართველოს დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივები.  

ვიზიტის პირველ დღეს ილია დარჩიაშვილი ასევე  შეხვდა ისლანდიის საგარეო უწყების ხელმძღვანელს. 

ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია ილია დარჩიაშვილის 15-მდე შეხვედრა ევროპელ კოლეგებთან, ასევე ეუთო-ს ხელმძღვანელ პირებთან.  ილია დარჩიაშვილი ასევე სიტყვით გამოვა ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს სესიაზე, სადაც ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის კონსოლიდაციაზე.  ეუთოა-ს მინისტერიალი (29 ნოემბერს - 1 დეკემბერს) ქ.სკოპიეში იმართება ორგანიზაციაში ჩრდილოეთ მაკედონიის თავმჯდომარეობის ფარგლებში. მინისტერიალში ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციები მონაწილეობენ, მათ შორის სკოპიეში იმყოფება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში.

დღის ამბები