09 ოქტომბერი 2024,   01:46
ვრცლად
სანდრო ბაზაძე ისტორიაში პირველი ქართველი მოფარიკავეა, რომელმაც სპორტის ამ სახეობაში მსოფლიოს უმაღლესი ჯილდო მოიპოვა

საქართველოს პირველი ხმალი, მსოფლიოს საუკეთესო ხმალიც გახდა - სანდრო ბაზაძე საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი მოფარიკავე გახდა, რომელმაც სპორტის ამ სახეობაში, მსოფლიოს უმაღლესი ჯილდო მოიპოვა.

ეგვიპტის ქალაქ "შარმ ელ შეიხში" გამართულ ღონისძიებაზე, სანდრო ბაზაძეს პირველობა 134 დელეგატიდან 120-მა მიანიჭა.

ეგვიპტიდან საქართველო სხვა პრიზითაც დაბრუნდა - ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, 2025 წელს ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატს თბილისი უმასპინძლებს.

ავტორი: ლაშა ბერძენიშვილი

დღის ამბები