25 ნოემბერი 2024,   23:46
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილს Emaar Properties-ის დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს Emaar Properties-ის დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა უმასპინძლა.

დუბაიში, მოჰამედ ალი რაშედ ალაბარის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე იმ პროექტებზე იმსჯელეს, რომელთა განხორციელებაზეც Emaar Properties-ი აქტიურად მუშაობს.

მუჰამედ ალი რაშედ ალაბარი მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობის - ბურჯ-ხალიფას მფლობელია.

Emaar Properties-ი მრავალეროვნული უძრავი ქონების განვითარების კომპანიაა, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარეობს. კომპანია 30 მილიარდზე მეტ აქტივებს ფლობს მსოფლიოს მასშტაბით.

Emaar Properties-ი აზიის, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის არაერთ ქვეყანაში ოპერირებს.

დღის ამბები