საფრანგეთში, პარიზის გარეუბანში, ვილჟუიფის დასახლებაში, მცირე ზომის, ორძრავიანი თვითმფრინავი, ავარიულად ეშვებოდა, რა დროსაც საცხოვრებელი კორპუსის კედელს შეეჯახა, - ამის შესახებ BBC წერს.
ბორტზე მყოფი სამი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს და პირველადი დახმარება გაუწიეს - დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიში არ აღმოჩნდა.
კორპუსში ან მის მიმდებარედ არავინ დაშავებულა.
თვითმფრინავი ვილჟუიფიდან 130 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ რუანიდან აფრინდა და გეზი ტუსიუ-ლე-ნობლიკენ ჰქონდა.