16 ნოემბერი 2024,   02:00
ვრცლად
"ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში, იურიდიული პირების მიერ ოპოზიციის დაფინანსება თითქმის ნულია - რომან გოცირიძე

პოლიტიკური პარტიები იურიდიული პირებისგან ფინანსური შემოწირულობების მიღებას ვეღარ შეძლებენ, იურიდიულ პირებს კი პარტიებზე თანხის გაცემა აეკრძალებათ. "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში ცვლილებების განხილვას პარლამენტი რამდენიმე დღეში დაიწყებს.

ოპოზიციის დიდი ნაწილი საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერას არ აპირებს.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტები" თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ამბობს, რომ, "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში, იურიდიული პირების მიერ ოპოზიციის დაფინანსება თითქმის არ ფიქსირდება.

"ქართულ ოცნებას" უნდა დეოლიგარქიზაციის, ანუ ფულის ნაკლებად გავლენის კუთხით გაასაღოს ეს ცვლილებები. არსებითად, ეს არავითარ გავლენას არ ახდენს, რადგან იურიდიული პირები ოპოზიციას ფულს არ აძლევენ შიშის გამო, თითქმის ნულია "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ოპოზიციის დაფინანსება იურიდიული პირების მიერ,“ - აცხადებს რომან გოცირიძე.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფი" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე აცხადეს, რომ ოპოზიციას ეს რეგულაციები არ შეეხება, რადგან მათ იურიდიული პირები არ აფინანსებენ.

"თქვენ უნდა ნახოთ, 2011 წელს, როცა "ნაციონალურმა მოძრაობამ", იმდროინდელმა ხელისუფლებამ, რეგულაციები შემოიღო და იურიდიულ პირებს განესაზღვრათ ლიმიტი, ფიზიკურ პირს განუსაზღვრა ლიმიტი, "ქართული ოცნების" მაშინდელი ლიდერები საუბრობდნენ, რომ ეს არის სიკეთის აკრძალვა, ეს არის პარტიების დაფინანსების დასასრულის დაწყება და ასეთ განცხადებებს აკეთებდნენ. ახლა, საერთოდ, იურიდიული პირი აკრძალეს. კარგი არ არის ეს, მაგრამ ჩვენ ვერანაირად ვერ შეგვეხება, რადგან არანაირი იურიდიული პირი არ არსებობს ბუნებაში, რომელიც ოპოზიციას დააფინანსებს,“ - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

 

დღის ამბები