06 ივლისი 2024,   01:52
ვრცლად
საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაცია (ACI) დაარსდა

7 დეკემბერს, 11:00-ზე სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” გაიმართება “შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაციის” პრეზენტაცია, რომლის დამფუძნებლებიც მედიას ინფორმაციას მიაწვდიან ასოციაციის შექმნის, მიზნებისა და სამოქმედო გეგმის შესახებ, ასევე წარადგენენ მათ პირველ მანიფესტს.

ACI შეიქმნა საქართველოს კრეატიული ინდუსტრიების მხარდაჭერის, ეკოსისტემის ხელშეწყობის მიზნით, რომლის მისიაა, კრეატიული ინდუსტრიების როლის გაძლიერება მდგრად განვითარებაში. ასოციაცია მხარს უჭერს შემოქმედებით პროფესიონალებს და მიზნად ისახავს, გაზარდოს მათი ცნობადობა და გააძლიეროს ორგანიზაციების უფლებამოსილება, მხარდაჭერა და ადვოკატირება. ACI ცდილობს, ჩამოაყალიბოს კრეატიული ეკოსისტემა, რაც საქართველოს დააპოზიციონირებს, როგორც კრეატიულობისა და ინოვაციების გლობალურ ცენტრად.

კრეატიული ინდუსტრიების განვითარების, განსაკუთრებული ნიჭის მქონე თანამშრომლების მოზიდვისა და მსოფლიო ბაზარზე მოწინავე ქვეყნის სტატუსით პოზიციონირების მიზნით, “შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაციაში” გაერთიანდნენ ასოციაციები, ორგანიზაციები და ცალკეული პირები.

ასოციაციის მიზანია, მომავალში, საქართველო გახდეს ინოვაციებისა და შემოქმედების კერა, რომელიც  ინტელექტუალურ საკუთრებას გამოიყენებს ეკონომიკური ზრდის, კულტურული განვითარებისა და გლობალური ინტეგრაციის გასაძლიერებლად.

ამასთანავე, ასოციაცია ისწრაფვის ძლიერი ციფრული ინფრასტრუქტურის შექმნისკენ, ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებით IP ეფექტური მართვისა და დაცვისთვის.

საქართველოში არსებული კანონები უნდა ქმნიდნენ ერთიან სამართლებრივ ჩარჩოს, რომელიც ხელს შეუწყობს ციფრული უფლებების (ახალი ტექნოლოგიების სამართლის უფლებების) განმტკიცებასა და დაცვას.

ასოციაციის რეფორმების მთავარი მიზანია, შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენლებისთვის სამართლიანი კომპენსაციისა და ძლიერი დაცვის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით ციფრული უფლებების მენეჯმენტის კუთხით.

მნიშვნელოვანია, ქართული შემოქმედებითი პროდუქტებისა და სერვისების ინტეგრაცია გლობალურ ბაზრებზე, ამავდროულად, ქართული უნიკალური კულტურული იდენტობის შენარჩუნებით.

“ინტელექტუალური საკუთრება აღიარებული უნდა იქნას, როგორც ფიზიკური და იურიდიული პირების რეალური ეკონომიკური აქტივი, და იგი უნდა გახდეს მდიდარი და თვითმყოფადი ქართული კულტურისა და მემკვიდრეობის ექსპორტისა და განვითარების საგანი მსოფლიოს მასშტაბით. ამ რეფორმების შემდეგ, მოლოდინი გვაქვს, რომ საქართველოში გაიზრდება ინვესტიციებისა და  საგადასახადო შემოსავლებს რიცხვი, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და გაღრმავდება თანამშრომლობა კულტურის, მეცნიერებისა და შემოქმედების სფეროებში. სწორედ ამ იდეას ემსახურება ჩვენი ასოციაციის შექმნა”- განაცხადა ზაქარია ზალიკაშვილმა, “შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორმა.

 

 

(R)

დღის ამბები