08 ივლისი 2024,   20:44
ვრცლად
დასანანია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადება, მრავალეროვნული სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2024-ის" გაურკვეველი დროით გადადების შესახებ - თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დასანანია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადება, მრავალეროვნული სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2024-ის" გაურკვეველი დროით გადადების შესახებ.

როგორც თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სწავლების გადადების მიუხედავად, აღნიშნული ფორმატები გრძელდება, მათ შორის, მიმდინარეობს მზადება მრავალეროვნული სწავლებისთვის "მტკიცე სული 2025“.

"ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებული პარტნიორული ურთიერთობა აკავშირებთ, რომელიც ეფუძნება ჩვენი ქვეყნების საერთო ინტერესებსა და მიზნებს.

დასანანია ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადება, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“-ის გაურკვეველი დროით გადადების შესახებ.

საერთაშორისო სწავლებებს, მათ შორის „ღირსეული პარტნიორი 2024“-ს სარგებელი მოაქვს როგორც საქართველოსთვის, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და მასში მონაწილე პარტნიორი ქვეყნებისთვის, რადგან ხელს უწყობს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, სამხედრო მოსამსახურეების შესაძლებლობების განვითარებას, პროფესიონალიზმის ამაღლებას და ურთიერთთავსებადობის გაზრდას.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის ფორმატები არსებობს. სწავლების გადადების მიუხედავად, ზემოთ ხსენებული ფორმატები გრძელდება, მათ შორის, მიმდინარეობს მზადება მრავალეროვნული სწავლებისთვის "მტკიცე სული 2025," - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, პენტაგონმა საქართველოში ღირსეული პარტნიორის სწავლება განუსაზღვრელი ვადით გადადო. განცხადება ამის შესახებ ცოტა ხნის წინ შტატების თავდაცვის დეპარტამენტმა გაავრცელა. ლოიდ ოსტინის უწყებაში განმარტავენ, რომ 30 მაისს ოფიციალურმა ვაშინგტონმა საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის სრული გადახედვა დაიწყო და "ღირსეული პარტნიორის" გადადება უკავშირდება ამერიკისა და დასავლეთის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის ცრუ ბრალდებას, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოზე ზეწოლა ხდება რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნისთვის.

დღის ამბები