08 ივლისი 2024,   19:41
ვრცლად
ოპოზიციას შეუძლია გმირები, რომლებმაც საკუთარი ენერგია და მონდომება აქციეს სახალხო ზეიმად, მოღალატეებად შერაცხონ - დიმიტრი ხუნდაძე

"ხალხის ძალის" წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ბულინგი ოპოზიციის და მათი დანაყოფების ხასიათია.

ხუნდაძის განმარტებით, ოპოზიციას შეუძლია სახალხო ზეიმის მომტანი გმირები, მოღალატეებად შერაცხოს:

"ეს არ გამკვირვებია, რადგან ეს არის ოპოზიციის და მათი დანაყოფების ხასიათი. მათ შეუძლიათ გმირები, რომლებმაც საკუთარი ენერგია და მონდომება აქციეს სახალხო ზეიმად, მოღალატეებად შერაცხონ იმის გამო, რომ შრომა იქნა დაფასებული. კიდევ ერთხელ ვამბობ, შეურაცხყოფა, ცუდის გადაფარვა და მხოლოდ ნეგატივის წინა პლანზე წარმოჩენა, მინიმუმ კარგი საქციელი არ არის. თუ შეგიძლია თავად გააკეთე, თუ არ შეგიძლია მაშინ სხვას დაუფასე ის, რაც კარგი საქმისთვის გააკეთა", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დღის ამბები