"კურორტების მდგრადი განვითარების ტენდენციები და გამოწვევები" - ამ საკითხებზე იმსჯელეს თბილისში გამართულ პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა გახსნა.
კურორტების განვითარების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო, კერძო, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა. გაიმართა ორი თემატური სესია.