საგანმანათლებლო კვლევების ეროვნულმა ცენტრმა, ზოგადი განათლების სამი მიმართულების კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართა.
პრეზენტაცია ეხებოდა სასწავლო პროგრამას სკოლებში, მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას და სახელფასო პოლიტიკას. ღონისძიებას განათლების მინისტრი დაესწრო.
გიორგი ამილახვარის განცხადებით, უწყება იკვლევს ყველა მნიშვნელოვან გამოწვევას და სამინისტროს გადაწყვეტილებები სწორედ ამ კვლევებს ეფუძნება.
"სამინისტროში შეიქმნა კვლევების ცენტრი, რომელიც ყველა მნიშვნელოვან გამოწვევაზე აწარმოებს შიდა კვლევებს, რომელსაც ეფუძნება ყველა ის სწორი გადაწყვეტილება, რომელიც შედის საგანმანათლებლო სფეროს ინტერესებში და ყველა იმ ადამიანის ინტერესებში, ვინც ჩართულია განათლებაში და სწორედ ამ მიზანს ემსახურება დღევანდელი კონფერენცია რომ საზოგადოებას დარგობრივ წრეებს წარვუდგინოთ ორი კვლევა , რომელიც დასრულდა და ეხება სკოლებში სასწავლო პროგრამასა და მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებასა და სახელფასო პოლიტიკას", - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.