06 ივლისი 2024,   02:01
ვრცლად
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მასწავლებლებს შეხვდა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მასწავლებლებს შეხვდა. გიორგი ამილახვარმა პედაგოგებს სხვადასხვა სიახლის შესახებ ინფორმაცია პირადად მიაწოდა.

მინისტრმა უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ ინიციატივებზე ისაუბრა. მათ შორის, ახალ სახელფასო პოლიტიკაზე, მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე, სკოლის ავტონომიურობის გაძლიერებაზე, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი პედაგოგების ხელშეწყობაზე და მასწავლებელთა საათობრივ დატვირთვაზე.

დღის ამბები