06 ივლისი 2024,   01:22
ვრცლად
"ჩვენი ხმა ევროკავშირს" - ამ სახელწოდებით მარში დედაქალაქში იმართება

"ჩვენი ხმა ევროკავშირს" - ამ სახელწოდებით, სამოქალაქო საზოგადოება მარშს მართავს. მოქალაქეები ერთი საათის წინ, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ და ევროპის მოედნის მიმართულებით გადაინაცვლეს. ორგანიზატორები არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციის წარმომადგენლები არიან. მარშს უერთდება სალომე ზურაბიშვილიც.

არასამთავრობო ორგანიზაციის "დემოკრატიის მცველები" თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ დღევანდელი დღის მიზანი ევროკავშირისთვის გზავნილია, რომ ქართველ ხალხს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება სურს. 

"დღევანდელი დღე გვინდა იყოს ევროკავშირისთვის გზავნილი, რომ ქართველი ხალხი შეიძლება რაღაცებში არ არის ერთიანი, მაგრამ ერთიანია იმასთან დაკავშირებით, რომ გვინდა საქართველომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და ეს გზავნილი წინ უნდა უძღოდეს ევროპული საბჭოს ლიდერების შეხვედრას 14-15 დეკემბერს, გადაწყვეტილების მიღების წინ," - ამბობს გიორგი მშვენიერაძე.

 

დღის ამბები