21 დეკემბერი 2024,   21:20
ვრცლად
მოსკოვმა კიევზე სარაკეტო ტერორი განაახლა - უკრაინის დედაქალაქის მიმართულებით საოკუპაციო ძალამ 10 რაკეტა გაუშვა, აქედან ნაწილი ბალისტიკური იყო

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მიზანში ისევ უკრაინის დედაქალაქი ამოიღეს. ამჯერად თავდასხმა იმდენად მასშტაბური აღმოჩნდა, რომ კიევში კრემლის იერიშების შედეგად 53 ადამიანი დაშავდა.

თავდასხმა იყო ოდესაზეც, რუსეთის არმიის მიერ საპორტო ქალაქის დაბომბვის დროს 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიჭრა.

უკრაინის უდიდეს ქალაქებზე რუსეთის მასიური შეტევა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შტატებში ვიზიტის პარალელურად მიმდინარეობდა. სწორედ ეს თავდასხმები აღმოჩნდა დამატებით კიდევ ერთი არგუმენტი, რომ უკრაინის პრეზიდენტს ამერიკა დახმარების აუცილებლობაში დაერწმუნებინა .

ზელენსკი თეთრ სახლში სათადარიგო შესასვლელიდან შეიყვანეს, რაც მსოფლიო მედიისთვის განხილვის საგანი გახდა. არ შეეგება ამერიკელი კოლეგა, რომელიც როგორც წესი, სტუმრებს შესასვლელთან თავად ხვდება. ბაიდენი უკრაინელ კოლეგას ოვალურ კაბინეტში ელოდა.

უკვე მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე კი შტატების პრეზიდენტმა უკრაინისთვის 200 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების გადაცემის შესახებ განაცხადა. უკრაინა ახალ სამხედრო დახმარებას შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მარაგებიდან მიიღებს.


დაითანხმა ბაიდენი და სენატის უმრავლესობის ლიდერი, თუმცა, რესპუბლიკელ სენატორებთან იგივე წარმატებას ვერ მიაღწია. ვერც ზელენსკიმ და ვერც ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ისინი ვერ დაარწმუნა, რომ კიევისთვის 60 მილიარდი დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭირონ.

რესპუბლიკელი სენატორების უარი მხოლოდ ამერიკაში რუსეთის ელჩმა მოიწონა. ანატოლი ანტონოვმა ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტი ფუჭ მოგზაურობად შეაფასა, შეერთებული შტატები კი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისა და კიევისთვის იარაღის მიწოდების გამო გააკრიტიკა.

შტატებიდან 200 მილიონი დოლარის დახმარების დაპირების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ნორვეგიაში გადაინაცვლა. ვოლოდიმირ ზელენსკი სამხედრო დახმარების მიღების მიზნით ახლა შეხვედრებს ოსლოში მართავს.

დღის ამბები