16 ივნისი 2024,   03:21
ვრცლად
ისრაელს "ჰამასის" წინააღმდეგ ომში ვერაფერი შეაჩერებს, მათ შორის ვერც საერთაშორისო ზეწოლა - ისრაელის პრემიერ-მინისტრი

ისრაელს "ჰამასის" წინააღმდეგ ომში ვერაფერი შეაჩერებს, მათ შორის ვერც საერთაშორისო ზეწოლა - ამბობს ისრაელის პრემიერ-მინისტრი. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ბრძოლას ბოლომდე, გამარჯვებამდე გააგრძელებს. ამავე პოზიციაზეა ისრაელის მთავრობის უმეტესობა. საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ღაზის სექტორში ამ ეტაპზე ცეცხლის შეწყვეტა შეცდომა და "ჰამასისთვის" "საჩუქარი" იქნებოდა.

შეგახსენებთ, რომ გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ გუშინ მიიღო "არასავალდებულო" რეზოლუცია ღაზაში ცეცხლის ჰუმანიტარული მიზნით დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ. საკითხის განსახილველად დღეს ისრაელში თეთრი სახლის ეროვნულ უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი - ჩადის. ჯეიკ სალივანი ახლო აღმოსავლეთში სხვა ქვეყნებსაც ეწვევა.




დღის ამბები