21 დეკემბერი 2024,   17:27
ვრცლად
"5 საათზე მეტი ხნის განმავლობაში იცლებოდა სისხლისგან" - ღაზაში მედიის კიდევ ერთი წარმომადგენელი დაიღუპა

სამხრეთ ღაზაში მდებარე ქალაქ ხან იუნისში, საომარ მოქმედებებს მედიის კიდევ ერთი წარმომადგენელი შეეწირა. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ტელეკომპანია Al Jazeera-ს ოპერატორი სამერ აბუდაქა დაიღუპა. ოპერატორი სკოლასთან ახლოს მომხდარი აფეთქებისას დაიჭრა.

"ხან იუნისის დაბომბვისას, ისრაელმა დრონები გაუშვა სკოლის მიმართულებით, რომელსაც მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებდა თავს“, - იტყობინება Al Jazeera.

მედიის ცნობით, სამერ აბუდაქა 5 საათზე მეტი ხნის განმავლობაში იცლებოდა სისხლისგან. Al Jazeera წერს, რომ, ამ დროის განმავლობაში, ისრაელის ძალები ხელს უშლიდა სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს, რომ სამერ აბუდაქამდე მიეღწიათ.

სამერ აბუდაქა მედიის 90-ე წარმომადგენელია, რომელიც 7 ოქტომბრიდან მიმდინარე ომს ემსხვერპლა. 

დღის ამბები