თბილისის მერმა, კახა კალაძემ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 2023 წლის საქმიანობის ანგარიშის შეჯამება შეაფასა.
კალაძის თქმით, ქვეყანაში არსებობს გამოწვევები, თუმცა საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც არსებულ გამოწვევებს ღირსეულად უპასუხებს.
"ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრის შეჯამება, პრეზენტაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში. ზოგადად, შედარებისთვისაც ძალიან კარგია, საზოგადოებამ იცოდეს, რა ხდებოდა ქვეყანაში, რა ვითარება იყო და, 2012 წლის შემდეგ, რა როგორ შეიცვალა. ყველა კომპონენტში, ყველა მიმართულებით არის წინსვლა, განვითარება. ცხადია, ჯერ კიდევ რჩება გამოწვევები, არსებობს პრობლემები, რომლებსაც ღირსეული პასუხების გაცემა სჭირდება. დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ყველა გამოწვევას, სირთულეს ღირსეულად უპასუხებს. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც არის ქვეყნის სამსახურში, ემსახურება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. გამოწვევებზე, რომლებიც არსებობს, მომდევნო წლების განმავლობაში ღირსეული პასუხი იქნება გაცემული", - განაცხადა კახა კალაძემ.