06 ივლისი 2024,   01:34
ვრცლად
ათასობით მოქალაქეს, რომელსაც შესაძლებელია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს მიწის ნაკვეთების დანაშაულებრივი გზით მოპოვების გამო, სახელმწიფო აძლევს საშუალებას, გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისგან - რატი ბრეგაძე

ათასობით მოქალაქეს, რომელსაც შესაძლებელია, რომ სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების დანაშაულებრივი გზით მოპოვების გამო, სახელმწიფო აძლევს საშუალებას, რომ გათავისუფლდეს პასუხისმგებლობისგან, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ამნისტია შეეხება იმ პირებს, რომლებმაც დანაშაულებრივი გზით მიისაკუთრეს მიწის ნაკვეთები 2023 წლის 1-ელ სექტემბრამდე.

"მათ აქვთ საშუალება, რომ მიმართონ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2024 წლის 1-ელ სექტემბრამდე, ნებაყოფლობით დააბრუნონ არსებული ქონება, ან აანაზღაურონ ზიანი და შეიტანონ თანხა სახელმწიფოს ბიუჯეტში და შემდგომ მათ უკვე ექნებათ საშუალება, რომ გათავისუფლდნენ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა გათავისუფლდნენ სასჯელისგან და თავიდან აირიდონ ნასამართლეობა," - აღნიშნა ბრეგაძემ.

დღის ამბები