16 სექტემბერი 2024,   22:57
ვრცლად
კადრების მომზადება და დასაქმება - მთავრობა პროფესიულ განათლებას პრიორიტეტულ მიმართულებად აცხადებს

კადრების მომზადება და დასაქმება - მთავრობა პროფესიული განათლებას პრიორიტეტულ მიმართულებად აცხადებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რომლებსაც მათ სახელმწიფო აძლევს.

დასაქმების მსურველებს, საჭირო ვაკანსიის პოვნაში, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ეხმარება. დასაქმებასთან ერთად, მიზანი მცირე, საშუალო თუ მსხვილი ბიზნესისთვის კადრების მოძიების გამარტივება და ეკონომიკური აქტივობაა. მიმდინარე წელს, დასაქმების უკვე 10 ფორუმი გაიმართა.

პროფესიული კადრების ძიებაშია ბიზნესსექტორი. ვაკანსიები სხვადასხვა სფეროში ბევრია, თუმცა კონკრეტული ხელობის მცოდნე მუშახელი არსებულ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. შექმნილ ვითარებაში, ბიზნესი ცდილობს, გამოსავალი იპოვოს და კადრების განვითარებაზე თავად იზრუნოს.

დასაქმებასთან პროფესიული განათლების განვითარება პირდაპირ ბმაშია. რამდენიმე დღის წინ განათლების მინისტრმა ზოგადი განათლების კონცეფცია წარადგინა და თქვა, რომ პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია.

პროფესიული განათლება ადეკვატურად რომ უნდა პასუხობდეს ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზრის საჭიროებებს, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა წლიური ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა. სწორედ ამ მიზნით იზრდება პროფესიული სასწავლებლების დაფინანსებაც. პროფესიული კოლეჯების ინსტიტუციური გაძლიერება, კვალიფიკაციების განახლება, ზოგადი სისტემაში პროფესიული განათლების მაქსიმალური ინტეგრირება. მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება - მთავრობის მეთაურის განმარტებით, ძირითადად ამ მიმართულებებს ეფუძნება განათლების ახალი ხედვა.

მომდევნო წლის ბიუჯეტით, განათლების სექტორისთვის, 2 მილიარდ 508 მილიონი ლარია გამოყოფილი.

დღის ამბები