05 ივლისი 2024,   23:04
ვრცლად
ვირჯინიაში ერთ-ერთი სკოლის საბჭოს წევრი მწვავედ გააკრიტიკეს, რაც მან ფიცი დადო LGBTQ შინაარსის წიგნებზე, რომელიც სხვა სკოლებში აკრძალულ ლიტერატურად ითვლება

ვირჯინიის ერთ-ერთი სკოლის საბჭოს წევრი, კარლ ფრიში, რომელიც ფეირფაქსის ოლქის სკოლის საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს, LGBTQ  წიგნზე ფიცის დადების გამო მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას conventionofstates ავრცელებს. 

გამომცემლობის ცნობით, ადგილობრივი საზოგადოების და სკოლის მოსწავლეების მშობლების კრიტიკის მიზეზი გახდა ის, რომ ფრიში, ბიბლიოთეკაში ე.წ. აკრძალული წიგნების არსებობას უჭერს მხარს, რომელიც ერთნაირსქესიანთა სექსის გრაფიკულ აღწერას შეიცავს. ხშირად კრიტიკოსები მას პორნოგრაფიულსაც უწოდებენ. 

შესაბამისად, კრიტიკოსები ფრიშის საქმიანობას ეჭვქვეშ აყენებენ. ვირჯინიის სკოლებში კი მშობლები მის წინააღმდეგ პეტიციაზე ხელმოწერებს აგროვებენ. პეტიციის შინაარსში აღნიშნულია, რომ მშობლებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა დაიცვან თავიანთი შვილები მავნე ინფორმაციისგან. 

დღის ამბები