05 ივლისი 2024,   23:19
ვრცლად
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე "თელასის" განახლებულ ქვესადგურს ეწვია

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე "თელასის" განახლებულ ქვესადგურს ეწვია. რომეო მიქაუტაძემ მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია  კომპანიის ხელმძღვანელებისგან მოისმინა.

ქვესადგურ "სანაპიროს" რეაბილიტაცია დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც აქ მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა.

ასევე, მიმდინარეობს მუშაობა ელექტრომომარაგების წყაროების დივერსიფიკაციის მიზნით, რაც, საბოლოო ჯამში, დედაქალაქის უწყვეტ ენერგომომარაგებას უზრუნველყოფს.

 

დღის ამბები