16 ნოემბერი 2024,   00:40
ვრცლად
ეს არის უტოპიური - გივი მიქანაძე მიხელ სააკაშვილის მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებული ე.წ. სუპერ პაკის ინიციატივაზე

მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებულ პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტის შექმნას, პოლიტიკოსები ეხმიანებიან.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ახალი ოპოზიციური გაერთიანების ინიციატივა არასერიოზულია და საკუთარი არსებობის საზოგადოებისთვის შეხსენებას ემსახურება.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე სააკაშვილის ინიციატივას აბსურდულს უწოდებს.

"მიხეილ სააკაშვილის მხრიდან გაჟღერებული იდია აბსურდის შემცველი არის და რეალურად მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, რომ თვითონ რაღაც იდეები გააჟღეროს, საზოგადოებაში წარმოაჩინოს თავი, თითქოს მისი საკითხი კვლავაც აქტუალურია. ეს არის უტოპიური, იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოების მხრიდან მას და მის პარტიას, მის შენაერთებს, აბსოლუტურად არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ", - განაცხადა გივი მიქანაძემ

დღის ამბები