06 ივლისი 2024,   00:46
ვრცლად
გლდანის რაიონს კიდევ ორი ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატა

გლდანის რაიონს კიდევ ორი ახალი სკვერი შეემატა. გლდანულასა და მუხიანში გამგეობამ მოსასვენებელი რეკრეაციული სივრცეების სრული რეაბილიტაცია დაასრულა.

მუხიანში სამუშაოები 4 350 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ჩატარდა და 555 091 ლარი დაიხარჯა, ხოლო გლდანულაში 2 000-ს კვადრატულ მეტრამდე ფართობზე სკვერის მოწყობისთვის 381 941 ლარი გამოიყო.

ტერიტორიებზე განთავსდა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. გლდანულას სკვერში მოეწყო გარე გამოყენების ტენისის მაგიდა. მუხიანში კი - ფიტნეს სივრცე.

დღის ამბები