05 ივლისი 2024,   23:05
ვრცლად
პრაღის უნივერსიტეტზე მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას არანაირი ახსნა და გამართლება არ აქვს - ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის პეტრ ფიალას განცხადებით, პრაღის უნივერსიტეტზე მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმას, არანაირი ახსნა და გამართლება არ აქვს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ჩეხეთის ბევრი მოქალაქის მსგავსად, თვითონაც ღრმა მწუხარებას და ზიზღს გრძნობს ამ გაუგებარი და სასტიკი ძალადობის გამო.

"მომხდარს არანაირი ახსნა და გამართლება არ აქვს. როგორც ბევრი თქვენგანი, მეც ღრმა მწუხარებას და ზიზღს ვგრძნობ ამ გაუგებარი და სასტიკი ძალადობის გამო. ძვირფასო მოქალაქეებო, გთხოვთ, ვიფიქროთ ყველა მათგანზე, ვინც დაკარგა ახლობლები. ეს შობა მათთვის წარმოუდგენლად სევდიანი იქნება. გავიზიაროთ მათი მწუხარება და ტკივილი. ახლა ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და პატივი ვცეთ ერთმანეთს, რათა გამოვხატოთ პატივისცემა მსხვერპლთა მიმართ. ვითხოვეთ დარეკონ ზარები ჩეხეთის რესპუბლიკაში 12 საათზე, რათა ამ ქმედებით ყველამ პატივი მივაგოთ დაღუპულებს", - განაცხადა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ.

დღის ამბები