06 ივლისი 2024,   00:47
ვრცლად
ბათუმი-თბილისის მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლა აღდგა

ბათუმი-თბილისის მიმართულებით სარკინიგზო მიმოსვლა აღდგენილია. ბათუმის რკინიგზის სადგურიდან მატარებელი დღეს დილით დაიძრა.

ძლიერი სტიქიის შედეგად, მახინჯაურის მონაკვეთზე ხეები წაიქცა, რამაც საკონტაქტო ქსელის დაზიანება გამოიწვია. მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ქსელის აღდგენისა და ლიანდაგის გაწმენდითი სამუშაოები.

დღის ამბები