06 ივლისი 2024,   00:37
ვრცლად
ეგვიპტემ ღაზაში ომის შეწყვეტის გეგმა წარადგინა

ამბიციური გეგმა - ასე აფასებს საერთაშორისო მედია ეგვიპტის მთავრობის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს, რომლის მიზანიც ისრაელსა და "ჰამასს" შორის მიმდინარე ომის დასრულებაა.

ეგვიპტემ აღნიშნული გეგმა ისრაელს, "ჰამასს", აშშ-სა და ევროპის ქვეყნების მთავრობებს წარუდგინა. დოკუმენტი ითვალისწინებს ისრაელის შეიარაღებული ძალების სრულად გაყვანას ღაზის სექტორიდან, "ჰამასის" ყველა ტყვის გათავისუფლებასა და ანკლავში ერთიანი ტექნოკრატიული პალესტინური მთავრობის ჩამოყალიბებას.

გეგმა, რომლის შემუშავებაშიც კიდევ ერთი შუამავალი სახელმწიფო - კატარიც იყო ჩართული, ტყვეებისა და პატიმრების გაცვლის რამდენიმე რაუნდს მოიცავს.

დღის ამბები