05 ივლისი 2024,   23:16
ვრცლად
ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება - ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, ანკლავში 250 ადამიანი დაიღუპა და 500 დაშავდა

ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება. "ჰამასის" მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ანკლავში 250 ადამიანი დაიღუპა და 500 დაშავდა.

ირანული მედიის ინფორმაციით, ისრაელის მიერ დამასკო-ს გარეუბნის დაბომბვის შედეგად, ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის უფროსი ოფიცერი დაიღუპა.

ირანის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ისრაელი "აუცილებლად გადაიხდის ამ დანაშაულისთვის".

რაც შეეხება ჰუმანიტარულ დახმარებას, ისრაელის განცხადებით, ღაზაში 200-ზე მეტი სატვირთო შევიდა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ღაზაში ომი მალე არ დასრულდება - იქნება ხანგრძლივი ბრძოლა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ კომენტარი ანკლავიდან დაბრუნების შემდეგ გააკეთა.

მანამდე განაცხადა, რომ თავდაცვის ძალები სამხედრო ოპერაციებს აძლიერებენ, რადგან ისრაელი ვერ მოახერხებს მძევლების გათავისუფლებას სამხედრო ზეწოლის გარეშე. პრემიერის გამოსვლა ღაზაში მყოფი მძევლების ოჯახის წევრების შეძახილების ფონზე მიმდინარეობდა.

დღის ამბები