მთავრობამ, ევროკავშირის 9 დათქმის სამოქმედო გეგმა გაასაჯაროვა. 8 გვერდიან დოკუმენტში, გაწერილია ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ნაბიჯები, განსახორციელებელი აქტივობები, ვადები და პასუხისმგებელი უწყებები.
თითოეული დათქმის შესრულების საბოლოო ვადად 2024 წელია განსაზღვრული, ანუ სახელმწიფომ 9 დათქმა სწორედ მომავალი წლის განმავლობაში უნდა შეასრულოს.
გეგმაში ყველა რეფორმის შესრულების პროცესია გაწერილი.
პარტია "საქართველოსთვის" წევრი ანა ბუჩუკური, დოკუმენტს სუსტად მიიჩნევს, თუმცა აცხადებს, რომ მათი პარტიის მოტივაცია, დათქმის შესასრულებლად ჩაერთონ სამუშო ფორმატში, გაორმაგდა.
"იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, ანუ სასამართლო სისტემის რეფორმას, პირდაპირ თქვეს, რომ არ აპირებდნენ, ახლაც უბრალოდ მიწერილია, რომ განხორციელდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, ანუ არაფრის მომცემია, ამიტომ ვამბობ, რომ ეს არის სუსტი, მაგრამ ჩვენი გუნდის პარტია "საქართველოსთვის" მოტივაცია გაორმაგდა სამუშაო ფორმატებში მონაწილეობის მიღებაზე", - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.