05 ივლისი 2024,   23:46
ვრცლად
მეტროსადგურ "დელისზე" მატარებლის ტექნიკური ხარვეზის გამო მგზავრების ვაგონები დააცლევინეს

თბილისის მეტროსადგურის საბურთალოს ხაზზე, მატარებლის ტექნიკური პრობლემის გამო, მგზავრებს ვაგონების დაცლა მოსთხოვეს.

როგორც სატრანსპორტო კომპანიაში "რუსთავი 2-ს განუცხადეს,  მატარებლის გაუმართაობის გამო მგზავრებს ვაგონების დაცლა მეტროსადგურ "დელისზე" სთხოვეს, მატარებელი კი, ტექნიკური შემოწმებისთვის გადაიყვანეს ჩიხში, მის ნაცვლად კი უკვე მოძრაობს სათადარიგო მატარებელი.

როგორც სატრანსპორტო კომანიაში განგვიმარტეს, მომხდარი ფაქტის გამო მგზავრთა გადაადგილების საფრთხე არ არსებობს.

 

დღის ამბები