06 ივლისი 2024,   00:47
ვრცლად
11 ადამიანი დაშავდა ორთაჭალაში ავარიის შედეგად - ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა

ავარია ორთაჭალაში - გორგასლის ქუჩაზე ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა.

"რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, მგზავრები მსუბუქად დაშავდნენ. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულნი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დღის ამბები