06 ივლისი 2024,   01:50
ვრცლად
რუსთავში პატარებს წინასაახალწლო საჩუქრები დაურიგეს

რუსთავის მერიისგან პატარებს წინასაახალწლო საჩუქრები გადაეცათ. ბაგა-ბაღების ექვსი ათასამდე აღსაზრდელმა ტკბილეული და სათამაშოები მიიღო. სასაჩუქრე შეკვრა რუსთავის ბაგა-ბაღების 23 ფილიალის ყველა აღსაზრდელზე გაიცა.

უკვე მეორე წელია, რუსთავში პატარები წინასაახალწლოდ საჩუქრდებიან. რუსთავის მერიის სადღესასწაულო ნობათს, ახალი წლის დადგომამდე, ჯამში 9 ათასამდე რუსთაველი მიიღებს.

დღის ამბები