06 ივლისი 2024,   00:55
ვრცლად
გორში სამხედრო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს - სავარაუდო მიზეზად გაუმართავი წყლის ან ჰაერის გამათბობელი სახელდება

გორში, ახალგაზრდა სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა. სავარაუდო უბედური შემთხვევა ე.წ. ვოლოგდის დასახლებაში მოხდა. სამხედრო სახლში მარტო იმყოფებოდა.

არსებობს ვერსია, რომ გარდაცვალების მიზეზი გაუმართავი წყლის ან ჰაერის გამათბობელი იყო. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები. გამოძიება დაწყებულია.

 

დღის ამბები