09 მაისი 2024,   11:40
ვრცლად
იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა. იშიკავას ადგილობრივი მთავრობის ცნობით, მიწისძვრის შედეგად, 300-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 20-ის მდგომარეობა მძიმეა.

ამ დროისთვის, 32 ათასამდე ადამიანი თავშესაფრებში რჩება.

1-ელ იანვარს იშიკავას პრეფექტურაში რამდენიმე მიწისძვრა მოხდა. ყველაზე ძლიერი 7,5 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო, რომელმაც ერთ მეტრზე მეტი სიმაღლის ცუნამის ტალღები გამოიწვია.

დღის ამბები